LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთი “მწვანე ზონის” სტატუსს ინარჩუნებს

234
91250325-1439338366226702-6780573854990336000-o-800x445

საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილი გვერდის მონაცემებით დღეს ქვეყანაში “კოვიდ 19”-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 431-ს მიაღწია. გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც. ვირუსით გარდაიცვალა 5 პაციენტი. ამ ფონზე “მწვანე ზონის” სტატუსს კვლავ ინარჩუნებს კახეთის რეგიონი. ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 30 ნიმუშის პასუხი “კოვიდ 19”-ზე უარყოფითია. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა განაცხადა.

“კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია, “კოვიდ 19”-ის არცერთი  ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს, გუშინ გაგზავნილი 30 ნიმუშიდან კორონავირუსი არცერთს  დაუდასტურდა”, – განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

მისი ინფორმაციით, საეჭვო პაციენტებიდან ნიმუშების აღება ყოველდღიურად მიმდინარეობს როგორც ცხელების ცენტრებიდან, ისე საკარანტინე სივრცეებიდან.

შეგახსენებთ, რომ კახეთის მასშტაბით, 10 საკარანტინო ლოკაციაა განთავსებული. ოფიციალური მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის კარანტინის რეჟიმში 5126, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 578 მოქალაქე იმყოფება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g