წელს უკვე დაიწყება დღესდღეობით ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის – კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსების გათვალისწინებით ავტობანის გარკვეული მონაკვეთების ტენდერში მონაწილეობას, მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ქართული კომპანიებიც შეძლებენ.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, ასეთი გამოცდილება სამინისტრომ მიიღო ქუთაისის შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების შედეგად, სადაც ოთხიდან სამ ლოტზე მშენებლობის ტენდერში ქართულმა კომპანიამ გაიმარჯვა.