კახეთში, კერძოდ, შილდაში მდებარე ღვინის ქარხანა მთელი მსოფლიოს მასშტაბით 5 შთამბეჭდავ მწვანე არქიტექტურას შორის მოხვდა. Euronews წერს, რომ საქართველო ამ კუთხით, მისი ფავორიტია.
ზოგადად, მწვანე სივრცე ყველას უყვარს. მეცნიერულად დადასტურებელია, რომ ბაღები და პარკები არა მხოლოდ ჯანმრთელობისთვისაა კარგი, არამედ დეპრესიას ებრძვის და კარგ განწყობაზე გაყენებთ.
„ევრონიუსმა“ მწვანე არქიტექტურის ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითები მოიძია, რომლებიც ნამდვილად გაგაოცებთ.
ტორონტოს „ხე-თაუერი“ (კანადა)
ეს არის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც სხვადასხვა მასალით და მათ შორის ხითაა აშენებული, აივნებიდან კი მცენარეები და ხეები მოჩანს. კიდევ ერთი მსგავსი პროექტი გერმანიის ქალაქ კასელშია, სადაც სახურავზე ბაღია მოწყობილი.
Park Royal hotel (სინგაპური)
ადგილობრივმა არქიტექტურულმა კომპანიამ გადაწყვიტა, მსოფლიოში მწვანე შენობების შექმნაზე გაეკეთებინა აქცენტი. ერთ-ერთი ასეთია სინგაპურში მდებარე სასტუმრო, რომელსაც გარს აქვს შემოხვეული აქვს ბაღები, აუზები, ჩანჩქერები და მწვანე კედლები. ეს ნამდვილად ულამაზესია!
ოფისის ნიმუში ბუქარესტში
შტეფან მანტუს თავში აზრად მოუვიდა, მოეწყო ოფისი, რომელიც მისი თქმით, ასახავს ჩვენს მუდმივ ბმას ბუნებასთან. ის ამბობს, რომ ეს ექსტერიერის ისეთი დიზაინია, სადაც მთელი დღე მუშაობა და ყოფნა ყოველთვის გვეყვარება.
სახლი სანტა როზალიაში (გვატემალა)
ეს არის 8, 040 კვ. მეტრ ფართობზე გაშლილი სივრცე, სახლს ბეტონის ისეთი საძირკველი აქვს, რომელიც სითბოს ინარჩუნებს. ის ხეების შუაგულშია აშენებული. არქიტექტორს სურდა, სივრცეში ხეების არსებობა საცხოვრებელ გარემოსთან შეეთავსებინა.
ექსტრაორდინალური ღვინის ქარხანა საქართველოში (კახეთი, შილდა)
ღვინის ქარხნის ეს ფორმა სრულიად პასუხობს გარემოსა და ღვინის ხარისხს. შენობა სიტყვასიტყვით ვენახების ლანდშაფტშია მოქცეული, რაც ფრინველის თვალითაც კი ძლივს მოჩანს შორიდან. ნიადაგის თერმული მასა შენობის ოპტიმალური გაგრილებისთვის გამოიყენება. ფასადის დიდი ნაწილი კი ჩრდილოეთს უყურებს და მზისგან მაქსიმალურად დაცულია. ამით ენერგიის დაკარგვა მცირდება. ეს ნამდვილად ჩვენი ფავორიტია!