კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი ადასტურებს, რომ საქართველოს არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, ინაუგურაცია ქალაქ თელავში გაიმართება.
როგორც ქადაგიშვილი აცხადებს, ინაუგურაციის მოწყობა ბატონის სასახლის ციხე-გალავნის ტერიტორიაზე იგეგმება.
მისი ინფორმაციით, ცერემონიის სამზადისზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა.
ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართება.