LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის გზატკეცილის სრული რეაბილიტაცია იწყება

160
ddddddddd

თბილისის მერია კახეთის გზატკეცილის ცენტრალური გზის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეიდან დაიწყება. პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 45 მილიონი ლარია, რომლის ფარგლებშიც შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათების ბოძები, გამწვანება, მოწესრიგდება ბორდიურები.

როგორვ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო კახეთის გზატკეცილზე გარკვეული შეზღუდვები იქნება, თუმცა ეს მოძრაობას პრობლემას არ შეუქმნის.

„აეროპორტიდან თბილისში შემოსასვლელი გზა მთლიანად იქნება მოწესრიგებული. თქვენ იცით, რომ გასულ წელს მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო გზის სრული რეაბილიტაცია განვახორციელეთ, თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით და დღეს უკვე ვიწყებთ ცენტრალური გზის მოწესრიგებას, სადაც მთლიანად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა დაახლოებით 360 ჭა, ასევე, ბორდიურები, მთლიანად შეიცვლება გამწვანება, შეიცვლება განათების ბოძები თავისი ლედ განათებებით. საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტია,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g