LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთის რეგიონში 200 კმ-მდე გზის მოდერნიზება იგეგმება

177

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის გაუმჯობესების მეოთხე პროექტის ფარგლებში, თბილისი-ბაკურციხე- წნორი-ლაგოდეხის და თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის საავტომობილო გზების  მიმართულებით საპროექტო სამუშაოებს იწყებს.   

კომპანია JV AECOM & ILF თბილისი-ბაკურციხისა და წნორი-ლაგოდეხის 120 კილომეტრიანი საავტომობილო გზის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტაციასა და თბილისი-საგარეჯოს და საგარეჯო-ბაკურციხის 80კილომეტრიანი საავტომობილო გზის განახლებისთვის დეტალურ საპორექტო დოკუმენტაციას მოამზადებს. საპროექტო სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება  2 514 704 ევრო და 3 124 683 ლარს შეადგენს. პროექტირების  ვადა  2017 – 2018 წლებია და ხელშეკრულების გაფორმებიდან 17 თვეში უნდა დასრულდეს. საპროექტო სამუშაოებს მსოფლიო ბანკი აფინანსებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხელშეკრულებას ხელი საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და (ერთობლივი საწარმო)  JV AECOM & ILF-ის წარმომადგენლებმა ფიელ შატო ლორტიმ და სტეფან მორნმა მოაწერეს ხელი.

აღნიშნული  საგზაო მონაკვეთები, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივის, 4 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთი მიმართულების – ქვეყნის სივრცითი განვითარების ნაწილია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g