ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანტლისყურეში 25 წლის ქალს ეძებენ. ასიათა საიდოვა სახლიდან ოთხი დღის წინ გავიდა. ოჯახის წევრების განცხადებით, ის სახლიდან მეუღლესთან კონფლიქტის შემდეგ წავიდა.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ საიდოვამ ამავე მიზეზით თვითმკვლელობაც სცადა.
სამძებრო ოპერაციაში სამართალდამცავები არიან ჩართული. შსს-ს ინფორმაციით, საიდოვას საქართველოს საზღვარი არ გადაუკვეთავს.