წნორი-ჯუგაანი-ტიბაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, დაშავდა რამდენიმე მგზავრი.
თვითმხილველების თქმით, „მერსედერსისა“ და „ფორდ ტრანზიტის“ მარკის მანქანების შეჯახების შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა სოფელ საქობოში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცი.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წნორის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანა.მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.