კახეთში ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავარია სოფელ საკობიანოში მოხდა.
„ტოიოტას” მარკის ავტომობილი ალაზნის სარწყავ არხში გადავარდა.
თვითმხილველების თქმით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა.
შემთხვევის დროს მანქანიდან გადმოსვლა ვერ შეძლო 65 წლამდე ქალმა და დაიხრჩო, მძღოლი და 6 წლის ბავშვი წლიდან უვნებლები ამოიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
