კახეთში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, თელავის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმრის მკვლელობას არასრულწლოვანი თვითმხილველი ჰყავს. ადგილობრივები ყვებიან, რომ მოზარდი დამნაშავემ გაკოჭა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თელავის ერთ-ერთ სოფელში ცოლ-ქმარი მოკლეს
„ხელფასი აუღია იმ ბიჭს, რომელიც მოკვდა. ამან იფიქრა ფულს გამოვძალავო. პურის ჭამაზე დამსხდარან და უთქვამს ფული უნდა მომცეო. სად მაქვს ფული არაფერი არ ვიციო და გამოუტანია თოფი. ბავშვი აუყვანია მაღლა და დაუბია. […] ისიც იქ მუშაობდა. თხები ყავს, ალბათ, თხებს მწყემსავდა“, – უყვება ერთ-ერთი ადგილობრივი ჟურნალისტებს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას, დამამძიმებელ გარემოებებში გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, დამნაშავე პირი იდენტიფიცირებულია და მიმდინარეობს მისი დაკავების სამძებრო სამუშაოები.