LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მირზაანის გამგებლის შვილი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

227
a87291b

კახეთში, სოფელ მირზაანის გამგებლის აკაკი თარაშვილის შვილი, 31 წლის კობა თარაშვილის დაჭრეს. მომხდარ ფაქტზე საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა. სამართალდამცველების მიერ ამოღებულია დანაშაულის იარაღი სანადირო თოფი.

როგორც ცნობილია, 31 წლის კობა თარაშვილი რამდენიმე პირთან კონფლიქტის ნიადაგზე დაჭრეს. დაჭრილი თავდაპირველად წნორის კლინიკაში, ხოლო შემდეგ თბილისში, ღუდუშაურის კლინიკაში გადმოიყვანეს. მას ოპერაცია უკვე ჩაუტარდა. ექიმის ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გადატანილი ოპერაციის სიმძიმეს. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები