LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მომხდარი უმძიმესი ავარიის ახალი დეტალები: „მამა გურჯაანში რჩება, ბავშვი თბილისში გადმოჰყავთ“

240
სასწრაფო

კახეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული 7 წლის ბავშვი თბილისში გადმოჰყავთ.

უმძიმესი ავარია კახეთში – ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავდა მეუღლე და 7 წლის შვილი 

ავარიის დროს დაშავებული მამა-შვილი თავდაპირველად გურჯაანის „ჯეო-ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს.

როგორც „ფორტუნას“ კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, დაზიანების სიმძიმიდან გამომდინარე, ბავშვის თბილისში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს:

„მამა რჩება გურჯაანში და აგრძელებს მკურნალობას. თავის ქალის ტრავმით ბავშვი თბილისში გადაჰყავთ“, – განგვიცხადეს კლინიკაში.

ცნობისათვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დღეს მოხდა – მსუბუქ ავტომობილს ტრაილერი შეეჯახა.

ავტომობილში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე და 7 წლის შვილი კი მძიმედ დაშავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g