დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ მირზაანში კვირაცხოვლობის სახელობის დედათა მონასტერთან არსებულმა სამკერვალო-სახელოსნომ პირბადეების წარმოება დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, სამკერვალო 5000 დამზადებულ პირბადეს გადასცემს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიას, რომელიც შემდეგ უსასყიდლოდ დაურიგებს მოწყვლად ჯგუფებს, სამედიცინო პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზეა.
აღსანიშნავია, რომ სახელოსნოში დღიურად 500-მდე პირბადე მზადდება. აღნიშნული პროექტი კი ევროკავშირის (ENPARD) პროგრამის ,,მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ფონდის მიერ ფინანსდება.