LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

81
სკოლაი

თელავის ორ და გურჯაანის ერთ საჯარო სკოლაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. თელავში კორონავირუსი 2 მოსწავლეს დაუდასტურდა. მათი კლასელები კი, ორკვირიან იზოლაციაში გადაიყვანეს. ისინი სასწავლო პროგრამას ონლაინ რეჟიმში გაივლიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩატარებული კვლევების შედეგად ვირუსი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხის სასწავლო ნაწილის ხელმძღვანელსა და ბუღალტერს დაუდასტურდა. აღნიშნული ფაქტის გამო, გურჯაანის რესურსცენტრმა განათლების სამინისტროსთან კოორდინირებული გადაწყვეტილება მიიღო და სკოლა ასევე, ორი კვირით დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

რაც შეეხება, რეგიონში სკოლების დაკეტვის აუცილებლობას, თელავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მაია ჯღუთაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე არ დგას.

”ეს კლასები თვითიზოლაციაში არიან გადასულები. სკოლების დაკეტვა არ არის აუცილებელი და არც პედაგოგების იზოლაცია, რადგან მასწავლებელი იცავს წესებს, ატარებს პირბადეს და იკავებს დისტანციას” – განაცხადა ჯღუთაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, 1 თებერვალს განახლდა. მშობლის გადაწყვეტილებით, მოსწავლეს შეუძლია, სწავლა ონლაინ-რეჟიმში გააგრძელოს, რისთვისაც ის სპეციალურ საიტზე უნდა დარეგისტრირდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები