LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში მსოფლიო კლასის სასტუმროებს იპოვით, აქ არ უნდა გამოტოვოთ კლასიკური მუსიკის ფესტივალი – Forbes მკითხველს კახეთში მოგზაურობას ურჩევს

190
283146400_372758288228317_4512499392766500392_n

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ბრეანა ვილსონი კახეთის ტურისტულ პოტენციალს აღწერს. Forbes-ის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა.

„თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში ჯერ კიდევ არ არის, გეტყვით რომ დაგიშავებიათ, მაგრამ საბედნიეროდ გვიანი არ არის აზრი შეიცვალოთ, რადგან ქართული ღვინო არის, იქნება და ყოველთვის მოგეცემათ დაგემოვნების შესაძლებლობა. მხოლოდ 2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტირება შეძლო. ქართული ვაზის დაახლოებით 70% კახეთზე მოდის. ამ რეგიონში ყურძნის დაახლოებით 200 ჯიშია. მათ შორისაა: რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი. საქართველოს მეღვინეობის 8 ათასწლოვანი ისტორია აქვს. მაგრამ მხოლოდ ღვინო არ იზიდავს ხალხს კახეთში. რეგიონი გამოირჩევა უნიკალური ბუნებით, უძველესი ციხე-სიმაგეეებით, კოშკებით, ალპური ტბებითა და დამალული ჩანჩქერებით. კახეთში მსოფლიო კლასის სასტუმროებს იპოვით, აქ არ უნდა გამოტოვოთ კლასიკური მუსიკის ფესტივალი. ადგილობრივები ყველგან ძალიან მეგობრულები არიან. შეგიძლიათ რამდენიმე დღე გაატაროთ მდიდარ, ულამაზეს ადგილებში“,- წერს გამოცემის ჟურნალისტი.

Forbes-ის სტატიაში აღწერილია სიღნაღი, წინანდალი თელავი, სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს თუ სად შეიძლება დარჩენა და ღვინის დაგემოვნება. სტატიაში აღწერილია საოჯახო მარნები და ადგილობრივი კერძები.

გამოცემა Forbes-ს სხვადასხვა მედია პლატფორმაზე – ვებგვედრზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდურ მედიაში ყოველთვიურად 150 მილიონი მკითხველი ჰყავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g