LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში პატარა გოგონებს წინადაცვეთას უკეთებენ – რა ხდება ყვარლის რაიონის სოფლებში

416

კახეთში, ავარების დასახლებაში ასობით გოგონას წინადაცვეთას უკეთებენ, ამის შესახებ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტი“ (IWPR) წერს.

საქართველოს მთავრობა პირობას დებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიებას ჩაატარებს ყვარლის რაიონში მდებარე სოფლებში – სარუსოსა და ჩანტლისყურეში. აღნიშნული სოფლები ავარებით არის დასახლებული და გოგონებს წინადაცვეთას ბავშვობაშივე უკეთებენ.

„მუსულმანები ვართ, რამადანის დროს ვმარხულობთ. ჩვენ მივდებთ ისლამურ ტრადიციებს, წინადაცვეთათ ჩვეულებაა. არ შეგვიძლია ამის გარეშე,“ – განაცხადა ნადიამ, რომელიც სოფელ სარუსოში ცხოვრობს.

საქართველოს კონსტიტუცია იცავს ყველა ადამიანის რელიგიურ რწმენას, მაგრამ ამავე დროს, იცავს ჯანმრთელი ცხოვრების უფლებასაც.

ამის გარდა, საქართველო ვალდებულია, დაიცვას ბავშვების უფლებების საერთაშორისო კონვენცია.

საქართველოს ხელისუფლებაში IWPR-ს განუცხადეს, რომ ზემოხსენებულ სოფლებში წინადაცვეთის შესახებ მათ ინფორმაცია არ აქვთ, ამის შესახებ არც არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუწოდებიათ ცნობა.

ქართველებმა, ზოგადად, ძალიან ცოტა რამ იციან ავარების დასახლებების შესახებ, ეს არის კავკასიური ეთნიკური ჯგუფი, რომელიც, ისტორიულად, დაღესტანში ცხოვრობდა. ყვარლის მოსახლეობასთან მათ მეთვრამეტე საუკუნეში სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ და ნაწილი კახეთში საცხოვრებლად ჩამოვიდა.

სამშობლოსგან შორს ავარები ინარჩუნებენ საკუთარ კულტურას და ტრადიციებს, მათ შორის ავარების ენას, სამზარეულოს, ქორწინებისა და დაკრძალვის წესებს და რელიგიურ ჩვეულებებს. როგორც წესი, ავარები მხოლოდ ერთმანეთზე ქორწინდებიან.

georgia-fgm_story_4-aida_mirmaksumova

georgia-fgm_story_6-aida_mirmaksumova

georgia-fgm_story_7-aida_mirmaksumova

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g