ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაბალში სამართალდამცველი დაჭრეს. მამაკაცმა პოლიციელს დაზიანება იმ დროს მიაყენა, როდესაც მის დაკავებას ცდილობდნენ.
პოლიციელის დაჭრამდე 40 წლამდე მამაკაცის ოჯახის წევრები 112-ს თავად დაუკავშირდნენ და შვილის დაკავება სთხოვეს იმ მიზეზით, რომ მამაკაცი აგრესიული იყო და ოჯახის წევრებს მოკვლით ემუქრებოდა.
შემთხვევის შედეგად პოლიციელი კლინიკაში გადაიყვანეს. მამაკაცი, რომელმაც სამართალდამცველს სავარაუდოდ ცივი იარაღით გაუსწორდა დაკავებულია.
მომხდარზე დაიწყებულია გამოძიება.