LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში რთველი აქტიურ ფაზაშია – მევენახეების შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია

90

რთველი 2017-ის სეზონზე, კახეთის რეგიონის მევენახეების მიერ ღვინის კომპანიებში ყურძნის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 81,5 მლნ ლარს მიაღწია.

22 სექტემბრის 10.00 საათის მონაცემებით, კახეთის რეგიონში გადამუშავებულია 70 ათასამდე ტონა ყურძენი. აქედან, 31,3 ათასი ტონა რქაწითელი, 34 ათასი ტონა საფერავი, 2,2 ათასი ტონა კახური მწვანე, დანარჩენი კი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

დღეისთვის ყურძნის გადამუშავების პროცესში ჩართულია 90-მდე ღვინის კომპანია. სულ რთველის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირებულია 200-მდე ღვინის კომპანია.

დღეღამური გადამუშავების მაჩვენებელმა 4,8 ათას ტონას აღწევს, რაც ნიშნავს რომ რთველი კახეთში კვლავ ქტიურ ფაზაშია და ყურძნის გადამუშავება შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

გადამუშავებული ყურძნის რაოდენობით მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგი მდგომარეობაა: ყვარელი – 24,5ათასი ტონა, გურჯაანი – 18,2 ათასი ტონა, თელავი – 11,1 ათასი ტონა, სიღნაღი – 8,1 ათასი ტონა, ლაგოდეხი – 2,4 ათასი ტონა, დედოფლისწყარო – 2,1 ათასი ტონა, ახმეტა –  1.6 ათასი ტონა და საგარეჯო –  1,4 ათასი ტონა. 

მეღვინეობის დარგის არსებული მდგომარეობის (ღვინის ექსპორტის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, გაფართოებული ღვინის საწარმოები, იაფი აგროკრედიტებისა და აგროდაზღვევის განვითარებული სისტემა) და ყურძნის შესყიდვაზე კერძო სექტორის მხრიდან მოთხოვნილების ზრდის გათვალისწინებით, კახეთის რეგიონში 2017 წლის რთველზე ყურძენზე სუბსიდია აღარ გაიცემა. ამასთან ერთად, ბრენდის წარმოების განვითარების ხელშესაწყობად, ღვინის კომპანიები, რომლებიც საბრენდე სპირტისა და კონცენტრირებული ყურძნის ტკბილის წარმოების მიზნით რქაწითელსა და კახური მწვანის ჯიშის 1 კგ ყურძენს არანაკლებ 70 თეთრად შეისყიდიან, სახელმწიფოსგან კომპენსაციის სახით 35 თეთრს მიიღებენ.

რთველთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს  შეუძლიათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზზე – 1501 და  ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდებზე:  http://georgianwine.gov.ge და http://rtveli2017.gov.ge.

magti 5g