კახეთში, სოფელ ბოდბესთან სამხედრო ავტომანქანა გადატრიალდა და შედეგად, ერთი ჯარისკაცი გარდაიცვალა. თავდაცვის სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანაში ავარიის დროს 37 სამხედრო მოსამსახურე იჯდა. დანარჩენ ჯარისკაცებს მსუბუქი დაზიანება აქვთ და ისინი დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამხედროების მოსანახულებლად რამდენიმე წუთში კახეთში თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ჩავა.
მომხდარზე საქმე უკვე აღიძრა.