კახეთში, სარწყავ არხში ახალგაზრდა დაიხრჩო. უბედური შემთხვევა წნორში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, 24 წლის ბიჭი მეგობრებთან ერთად ბანაობდა, რა დროსაც ძლიერმა დინებამ გაიტაცა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მამაკაცის ცხედარი, ამ დროისათვის, გურჯაანში სამსხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადასვენებული.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.