LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში საშემოდგომო თესვის სამუშაოები მიმდინარეობს

145

კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შპს „მექანიზატორის“ ტექნიკა საშემოდგომო თესვის სამუშაოებს ახორციელებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2,200 ჰექტარ მიწის ფართობზე უკვე დათესილია თავთავიანი კულტურა (ხორბალი, ქერი). მათივე ცნობით, სამუშაოები აქტიურად გრძელდება შირაქის ველზეც, სადაც 20 ჰექტარ მიწის ფართობზე ხორბალი დაითესა.

საშემოდგომო თესვის სამუშაოების ჩასატარებლად, შპს „მექანიზატორის“ დედოფლისწყაროს სერვისცენტრში 95 ერთეული ტრაქტორია მობილიზებული. საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნული ტექნიკა სრულად ჩაერთვება სამუშაო პროცესში.

შპს „მექანიზატორი“ მიწათმოსარგებლეებს 80-მდე აგროოპერაციის შესრულებას მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g