LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში სუფრაზე დაწყებული დაპირისპირება მკვლელობით დასრულდა

103
პოლიცია დამნაშავე

ყვარლის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. სოფელ გავაზში თანასოფლელმა დაახლოებით 45 წლის მამაკაცს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირება სუფრაზე დაიწყო, რის შემდეგაც სავარაუდო დამნაშავემ დავით ქიტესაშვილს მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა.

მომხდარის მოტივად ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, დამნაშავის დაკავება ცხელ კვალზე მოხდა. მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთის ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები