LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული საუკეთესო ღვინოები გამოვლინდა

108

კახეთის რეგიონში გავრცელებული ვაზის იშვიათი ჯიშებისგან დაყენებული ღვინოები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

ევროპული სტილით დაყენებული თეთრი ღვინის 16 ნიმუში მეღვინეებმა შემდეგი პარამეტრებით შეფასეს – შეფერილობის ინტენსივობა, ხილის ტონები (კენკრა, კურკოვანი, ყვითელი ხილი), სანელებლები, ყვავილოვანი ტონები, ვეგეტატიური ტონები (ბალახი, ყლოტრები, პიტნა), სიმჟავე, ტანინი/სხეულიანობა, სიმწკლარტე/სიუხეშე და ალკოჰოლის შეგრძნება.

საუკეთესოებად რქაწითელი, რქაწითელი ვარდისფერი, მამალი რქაწითელი, მცვივანი კახური, მწვანე კახური და მირზაანული დასახელდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მოძიებულია და  ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე გაშენებულია ვაზის 437 ქართული და 350 უცხოური ჯიშის საკოლექციო ნარგაობა.

ვაზის იშვიათი ჯიშების აღდგენის პარალელურად, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერსპექტიული ჯიშებისგან ღვინის დაყენებას და მათზე კვლევას ახორციელებს, რათა მომავალში საუკეთესო ჯიშების გავრცელება და მათი საწარმოო მიმართულებაში ჩართვა მოხდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g