LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახეთში ზეთისხილის რთველი ჩატარდა

290

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში, კომპანიაშიქართული ზეთისხილიზეთისხილის მოსავლის აღების და გადამუშავების საწარმოო პროცესს გაეცნო.

სამინისტროს ცნობით, საქობოში ზეთისხილის პლანტაციები 300 ჰექტარ ფართობზე 7 წლის წინ გაშენდა, ზეთისხილის გადამმუშავებელი ქარხანა კი, 2016 წელს, ჰოლანდიურ–თურქული ინვესტიციით და „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტით შეიქმნა.

„ბოლო 5-6 წლის განმავლობაში, ათეულობით წარმატებული საწარმო შეიქმნა სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში. ჩვენ ახლა სწორედ ასეთ საწარმოში ვიმყოფებით, სადაც ღირებულებათა ჯაჭვის უწყვეტი ციკლი მიმდინარეობს. იწარმოება როგორც ზეთისხილის პირველადი პროდუქცია, ასევე, ხდება ზეთისხილის გადამუშავება, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ ბაზრებზე“, – განაცხადა იური ნოზაძემ.

პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა. ზეთისხილის საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა.

ცივი გამოხდის მეთოდით მიღებული ზეითუნის ზეთი და საპონიკომპანიის ძირითად პროდუქციას წარმოადგენს, რომელიც წარმოდგენილია ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე.

„ზეთისხილის რთველში“ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საქართველოში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები