დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეუღლესთან, ანუკი არეშიძესთან ერთად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციისა და სარეაბილიტაციო ცენტრ „აისს“ ესტუმრა. ეს მისი პირველი გამოჩენაა არჩევნების ორომტრიალის შემდეგ მეუღლესთან, დიზაინერ ანუკი არეშიძესთან ერთად, რომელმაც საზოგადოება კიდევ ერთხელ მოხიბლა თავისი სამოსით. მან წითელ მოხდენილ პიჯაკს შავი ქვედაბოლო შეუხამა და არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა.