LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახოვკის კაშხლის აფეთქება დატბორილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გამოყენებას ერთი თვით შეზღუდავს – უსაფრთხოების ექსპერტი

176
=[პოიჯჰგფცხვბჰჯკლ;'

კახოვკის კაშხლის აფეთქება დატბორილ ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკის გამოყენებას ერთი თვით შეზღუდავს, – აღნიშნულის შესახებ პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მაჩეი მატიშაკისმა განაცხადა.

მისივე თქმით, აფეთქება გავლენას მოახდენს ყირიმის რეგიონზეც, რადგან მათი წყალმომარაგება ნაწილობრივ ამ ტერიტორიიდან ხდებოდა.

„სულ მცირე ერთი თვის განმავლობაში აფეთქება გამორიცხავს ამ ტერიტორიის რელიეფზე მძიმე ტექნიკის გამოყენებას, როგორიცაა ტანკები ან მძიმე ჯავშანტექნიკა. ამავდროულად, ეს უკრაინის უსაფრთხოებას ითვალისწინებს ამ ფლანგზე, რადგან უკრაინის მოსალოდნელი შეტევის დროს, რუსები ვერ შეძლებენ ამ მიმართულებით ოპერირებას.

„ეს ასევე მოკლევადიანი შედეგია ყირიმის რეგიონისთვის, რადგან ისინი წარსულში იყვნენ დამოკიდებული და ახლა ნაწილობრივ არიან დამოკიდებული კახოვკის ამ ტერიტორიიდან წყალმომარაგებაზე. რუსები აკონტროლებენ, მე ვიტყოდი, ამ სამხრეთ დერეფანს, სახმელეთო დერეფანს რუსეთსა და ყირიმის რეგიონს შორის, რადგან მათ ბევრი გზა და ხიდი აიღეს. ასე რომ, ეს მათთვის პრობლემა არ უნდა იყოს“, – განაცხადა მაჩეი მატიშაკმა.

magti 5g