LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კახური ტრადიციული მეღვინეობა” მომხმარებელს ”საფერავით” ასაჩუქრებს

433

”კახური ტრადიციული მეღვინეობა” მომხმარებელს ახალ აქციას სთავაზობს. აქციის სახელწოდებაა ”კა-ტე-ვე”-ღვინის გზა და მის ფარგლებში კლიენტს შესაძლებლობა აქვს, საჩუქრად ერთი ბოთლი ”საფერავი” მიიღოს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მომხმარებელი “საფერავით” ნებისმიერ შენაძენზე დასაჩუქრდება.

”აქციით სარგებლობა შესაძლებელია ”კა-ტე-ვეს” ჯგუფის შემდეგ ტურისტულ ობიექტებზე: ველისციხე ვერანდა, ”კა-ტე-ვეს” ღვინის ქარხნის მაღაზია-სალონი პატარძეულთან, ქართული ღვინის პალატა მცხეთაში, ასევე საგურამოში გურამიშვილის მარანში და რაბათში ჩვენს მაღაზია-სალონში”, – განმარტეს კომპანიაში.

კომპანია ”კახური ტრადიციული მეღვინეობა” საგვარეულო ტრადიციებზე დაყრდნობით, 2001 წელს დაარსდა. მისი ძირითადი მიმართულებაა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში გაშენებული უნიკალური ვაზის ჯიშებისგან ღვინის, ბრენდისა და ტრადიციული ჭაჭის წარმოება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g