LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”კახური ტრადიციული მეღვინეობა” საკონიაკე ქარხანის მშენებლობას იწყებს

205

”კახური ტრადიციული მეღვინეობა” კახეთში, გურჯაანის რაიონში საკონიაკე ქარხანას ააშენებს. მშენებლობა 2 კვირაში დაიწყება და საწარმო უცხოური, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

როგორც ”ფორტუნას” ”კა-ტე-ვეს”  დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, კომპანიამ უახლესი  მანქანა-დანადგარები იტალიას, გერმანიასა და ბულგარეთს შეუკვეთა.

”აღნიშნული დანადგარები დაახლოებით 3 თვეში ჩამოვა და დამონტაჟდება. ქარხნის ექსპლუატაციაში გაშვება კი აგვისტოში იგეგმება,” – აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქარხნის მშენებლობისთვის  დაახლოებით 2 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. გარდა ამისა, როგორც კომპანიის დამფუძნებელმა განმარტა, ”კა-ტე-ვე” აწარმოებს მოლაპარაკებებს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და შესაძლოა, თანამშრომლობის ფარგლებში დაფინანსება მიიღოს.

როგორც ჩხაიძემ აღნიშნა, ”კახური ტრადიციული მეღვინეობის” ქარხანა იქნება პირველი მასშტაბური პროექტი ქართული მეღვინეობის ისტორიაში, რომელიც ღვინიდან საღვინე ბრენდების, ანუ იგივე საკონიაკე სპირტის გამოხდას დაიწყებს.

”ამ მასშტაბის და ამ მიმართულების, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარახანა ქართულ ბაზარზე ჯერ არ არსებობს. ამიტომაც, ვფქირობ, რომ ეს პროექტი წაადგება ზოგადად რეგიონს”, – განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g