გადაცემას ”რადიო დუეტი” კაკული გურიელაშვილი და ვახო ბიჭიკაშვილი ესტუმრნენ.
როგორ ხართ?
ვახო: – პირველად ისმის ჩემი ხმა ”არ დაიდარდოს” ეთერში და კეთილი იყოს…
კაკული: – ყოველთვის ძალიან მიხარია საქართველოში ყოფნა და თქვენთან სტუმრობა.
როგორც ვიცი, თქვენი ერთობლივი დუეტი ჩაიწერა…
ვახო: – ჩვენ გვაქვს პროექტი ”ბუთქუნა და თამაზა”, ახლა კი გავაკეთეთ ასეთი პროექტი – ბუთქუნა, თამაზა და კაკული. საუბარია სიმღერაზე ”აბობოქრებულ ზღვაში გატარებ”, თუმცა, ჩვენ ახლებური ვერსია ჩავწერეთ, სახელი შევუცვალეთ და ”ლამაზი ბიჭები” დავარქვით. კლიპიც გადავიღეთ და დაახლოებით ერთ თვეში მაყურებელი იხილავს. ასეთი კლიპი არ ექნება არავის. კაკულიც სწორედ გადაღებებისთვის ჩამოვიდა. გვინდა, კიდევ ბევრი პროექტი განვახორციელოდ ერთად.
კაკული: – ისე მოხდა, რომ ჩვენი მეგობრობა და სიყვარული ისრაელში დაიწყო, შემდეგ ბელგიაში, ბარსელონაში ერთად ვიყავით, მოსკოვში მოგვიწევს ერთად წასვლა. ასე რომ, საერთო რეპერტუარი გვჭირდებოდა.
კაკული, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?
კაკული: – ისრაელში გაკეთდა ჩემი საიუბილეო კონცერტი, მართალია თაკო, ვერ ჩამოხვედი, მაგრამ შენს მიერ გამოგზავნილი ვიდეო მიმართვა გავიდა სცენაზე. მე და ჩემი მეგობრები იგივე კონცერტს 2-3 თვეში ამერიკაში წავიღებთ. სამწუხაროდ, ჯერ ვერ გაჟღერდება ახალი სიმღერა, თუმცა კლიპის გამოსვლასთან ერთად, მას თქვენი მსმენელი აუცილებლად მოისმენს.
გაცაცემის ჩანაწერი
ვიდეო კოლაჟი
ფოტოები