თბილისის მერი კახა კალაძის განცხადებით, 1-ელ და 7 იანვარს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღამის 3:00 საათამდე იმუშავებს და გახანგრძლივებულ საათებში მგზავრობა უფასო იქნება.
მან თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, რომლებიც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავებენ, მადლობა გადაუხადა.
„მინდა მოსახლეობას შობა-ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით ინფორმაცია მივაწოდო. საზოგადოებრივი ტრანსპორტი: მეტრო, ავტობუსი, მიკროავტობუსი და რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო ხაზი, როგორც ახალი წლის, ასევე შობის ღამეს, 1-ელ და 7 იანვარს, მგზავრებს ღამის 3:00 საათამდე მოემსახურება.
რა თქმა უნდა, მგზავრობა გახანგრძლივებულ საათებში უფასო იქნება, რაც მისასალმებელია. მინდა მადლობა გადავუხადო თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მნიშვნელოვან საათებში იმუშავეს და მოემსახურება ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს.“ – განაცხადა კახა კალაძემ.