„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება,“- ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განუცხადა.
ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ჰქონდათ თუ არა გუნდში ინფორმაცია, რომ აქციის დაშლა იგეგმებოდა. კახა კალაძემ კი აღნიშნა, რომ ინფორმაცია საზოგადოებას დამახინჯებულად არ უნდა მიეწოდოს.
პირველი, რაც გიორგი გახარიამ უნდა გააკეთოს, ეს არის პარლამენტის შენობაზე თავდასხის დროული გამოძიება - კახა კალაძე
ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ ხელისუფლების გადატრიალებით და დამხობით ცვლილება. ამას ჩვენი ქვეყნისთვის ცუდის მეტი არაფერი არ მოუტანია.
მისი თქმით, აქცია მიმდინარეობდა მშვიდობიანად, რასაც მოჰყვა პარლამენტის შტურმით აღების მცდელობა, რაც კატეგორიულად მიუღებელია და ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დამთავრდეს.
„აქციის დაშლა არც იგეგმებოდა და არც მომხდარა, ეს იყო მოგერიება, როდესაც განხორციელდა შტურმი პოლიციაზე, შტურმი პარლამენტის შენობაზე. ხომ გვახსოვს, როგორ განვითარდა მოვლენები. ახლა თქვენ თუ არ გინდათ, რომ არ დაინახოთ, ეს რეალურად რა იყო და როგორ იყო, სხვა თემაა. მაგრამ საზოგადოება ამას ხედავს და არ მივცემთ არავის იმის შესაძლებლობას, რომ ფაქტი, რომელიც მოხდა, დამახინჯებულად, არასწორად მიაწოდოს მოსახლეობას, ეს მიუღებელია. ჩვენ შეგვიძლია, გავყვეთ ქრონოლოგიურად, როგორ ვითარდებოდა მოვლენები და რატომ დაიწყო შეტევა, რომელიც განცხადებების მერე დაიწყო, ვისი მოწოდებების შემდეგ დაიწყო ეს ყველაფერი, თქვენ მიერ არის გადაღებული და საზოგადოებამ არაერთხელ იხილა“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა პარლამენტის წინ. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.
შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.
აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები
სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. დაზიანებები მიიღეს 30-ზე მეტმა ჟურნალისტმა.