LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს, არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები

162
Untitled design (88)

სისულელეა, არანაირი ღარიბაშვილის, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს – არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველ გუნდში არანაირი დაპირისპირება არ არის.

„სისულელეა. არანაირი ღარიბაშვილი, კალაძის, კობახიძის, პეტრეს და პავლეს კადრები არ არსებობს. არსებობს „ქართული ოცნების“ კადრები. ჩვენ ვართ ერთი გუნდი – „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”. ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაც თავისუფლდება, ვიღაც ინიშნება. პირველი შემთხვევა ხომ არ არის!? არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. კობახიძემ იცის, თუ რა უნდა გაკეთდეს. ის იღებს გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა კალაძემ.

„ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა“ – ზურაბ აზარაშვილი

ცნობისთვის, ზურაბ აზარაშვილმა გასულ კვირას ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა, ასევე თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები