LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს, ერთად ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს

28

დედაქალაქის მერმა ღამის კლუბებში სპეცოპერაციის შემდეგ თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პირველი კომენტარი გააკეთა.კახა კალაძემ აქციის მონაწილეებს მოუწოდა ებრძოლონ ნარკორეალიზატორებს.

“საუბარი იმაზე, რომ ეს არის დარტყმა ღამის ეკონომიკაზე,კლუბურ მუსიკაზე, ვერ დავეთანხმები ადამიანებს. მე პირობას გაძლევთ ღამის ეკონომიკა განვითარდება და ჩემი მხრიდან იქნება მაქსიმალური ხელშეწყობა. არავის ვთავაზობ შესარიგებელ მატჩს. მე ვიცი რომ ჩემდამი გააჩნიათ გარკვეული უპატივცემულობა, მე გთავაზობთ ერთად ვებრძოლოთ ნარკოტრეფიკს, ნარკორეალიზატორებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სერიოზულად ურტყამს, თუნდაც, კლუბურ მუსიკას, ურტყამს იმ კონკრეტულ ახალგაზრდებს, ჩვენ გვიკვდება შვილები, ჩვენ გვიკვდება ძმები, დები, ჩვენი თანამოქალაქეები და მე დარწმუნებული ვარ, ის ახალგაზრდები, რომლებიც დღეს პარლამენტის წინ გამოსულები არიან და მართავენ აქციას, დაგვიდგება თითოეული მათგანი გვერდით და ჩვენ ერთად შევძლებთ, დავამარცხოთ და ვებრძოლოთ ნარკორეალიზატორებს,“ – განაცხადა თბილისის მერმა

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ნარკორეალიზატორის ბრალდებით დაკავებული რვა პირიდან ორი გათავისუფლებულია და პატიმრობაში მხოლოდ ექვსი რჩება.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე  აქცია იმართება, სადაც ადამიანები გუშინ, 12 მაისს ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციას აპროტესტებენ. რუსთაველის გამზრის ერთი ნაწილი გადაკეტილია. ასევე გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ თავისუფლების მოედანთან ახლოს სპეცრაზმის თანამშრომლები იმყოფებიან.

აქციის მონაწილეები შსს მინისტრის და პრემიერის გადადგომას ითხოვენ და ამბობენ რომ მოთხოვნების შესრულებამდე არ დაიშლებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g