LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: არიან ადამიანები ვინც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს ხმას, მაგრამ მოსწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები

49
kalll

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ „ედისონ რისერჩის“ კვლევის მიმართ არანაირი ნდობა არ აქვს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ იქნება პოლიტიკური გუნდი, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “პირველივე ტურში გაიმარჯვებს აბსოლუტურად ყველა ქალაქსა თუ რაიონში.

გამოკითხულთა 55%-ს კახა კალაძე მოსწონს, გიორგი გახარია - 55%-ს, მელია - 46%-ს: Edison Research-ის კვლევა

ამავე პოლიტიკოსებს "ნეგატიურად" აფასებს: გახარიას - 45%, კალაძეს 45%, მელიას - 54%

,,ჩემი დამოკიდებულება კვლევებთან დაკავშირებით ციდან არ მოფრენილა. ჯერ კიდევ 2012 წლამდე რა კვლევებსაც აჩვენებდნენ საზოგადოებას, არწმუნებდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, შეგიძლიათ ყველა კვლევის შედეგები ნახოთ, რას აქვეყნებდნენ და არჩევნების შედეგი რა დგებოდა, შესაბამისად, არანაირი ნდობა არ გამაჩნია ამ კვლევების მიმართ.

ეს არის მცდელობა საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში თითქოს რომელიმე კონკრეტულ პარტიას ან პოლიტიკოსს ეს რეიტინგი აქვს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, შესაძლოა „დედა კომპანია“ არაფერ შუაში არ არის, რადგან ველზე სხვა კომპანიები აკეთებენ სამუშაოს.

„ოცნება“- 48,6%, ენმ - 27,1 % - „ქართული ოცნება“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშოები ჩატარდა 4-8 სექტემბერს.

რაც შეეხება ჩემს პირად რეიტინგს, ყველაზე კარგი საზომი არის რიგითი თბილისელების დამოკიდებულება ჩემდამი რასაც ყოველდღიურად ვგრძნობ და ვპირდები, რომ ამ სიყვარულსა და პატივისცემას დავუბრუნებ განხორციელებული მასშტაბური და საინტერესო პროექტებით ქალაქში.

შეიძლება ჩემი რეიტინგი ჩვენს პარტიაზე მეტიც იყოს, არიან ადამიანები ვინც შეიძლება სხვა პოლიტიკურ პარტიას უჭერდეს ხმას, მაგრამ მოსწონდეს ჩემი გაკეთებული საქმეები.

შეიძლება ადამიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იყოს, მაგრამ როგორც მერობის კანდიდატს მე მაძლევდეს ხმას, ბევრია ასეთი ადამიანიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კალაძე -56,1%, მელია – 28.3%, გახარია – 6,2% – „ოცნების“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g