LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე დღეს “გაზპრომის” დირექტორს ხვდება

68

კახა კალაძე “გაზპრომის” ხელმძღვანელს ალექსეი მილერს ლუქსემბურგში დღეს ხვდება. მორიგი სამუშაო შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ენერგეტიკის სამინისტრომ გაავრცელა.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მხარეები ერთმანეთს ხვდებიან. შეხვედრაზე მხარეები რუსეთიდან სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრაზიტის საკითხს და ტექნიკური ხასიათის საკითხებს განიხილავენ, ასევე განიხილება საქართველოსთვის, ბუნებრივი გაზის დამატებითი მოცულობების მოწოდების შესაძლებლობა და პირობები.

ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ”შაჰდენიზის” მეორე ფაზის პროექტი 2018 წლამდე დასრულდება, საქართველოს ”გაზპრომისგან” გაზის ყიდვა აღარ მოუწევთ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ”შაჰდენიზის” მეორე ფაზის დასასრულებლად მნიშვნელოვანი სამუშაოებია ჩასატარებელი და მისი დასრულება 2018 წლამდე არ მოესწრება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g