LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ელისაშვილის განცხადებაზე: „აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე, მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს“

108
კახა კალაძე

„ყველამ ვიცით, ვის რა რეიტინგი აქვს, რა შესაძლებლობა აქვს და რა შესაძლებლობა ჰქონდათ, თუნდაც საპარლამენტო არჩევნების პროცესში და ის განცხადებები, რაც მოვისმინეთ, ჩვეულებრივ, პირდაპირი აღიარებაა, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ ვერ მოიგებდნენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრის, ალეკო ელისაშვილის განცხადებაზე საუბრის დროს თქვა.

„ჩემი ყოყმანი დამთავრდა, მე ვარ არჩევნებში მონაწილეობის მომხრე“ – ალეკო ელისაშვილი

„კვლევას ყველა ატარებს, მიდიოდა მიზანმიმართული მანიპულაციები ამასთან დაკავშირებით და იყო მცდელობები, რომ თავისი ამომრჩეველი დაერწმუნებინათ, თითქოს რაღაც რესურსი ჰქონდათ, მაგრამ ყველამ ხომ ყველაფერი ვიცით“, – თქვა კახა კალაძემ.

კახა კალაძე ასევე გამოეხმაურა ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ზოგიერთი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის საერთო პლატფორმით შესაძლო მონაწილეობის საკითხს და თქვა, რომ „არანაირი მნიშვნელობა არ აქვს აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე“.

„არ ვიცი, რა ახალ პლატფორმაზეა საუბარი. ჩვენ ბევრი ასეთი გაერთიანება გვინახავს. ბოლო იყო, თუ არ ვცდები, როდესაც შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში იკრიბებოდნენ რაღაც გაერთიანების სახით, შემდეგ სალომე ზურაბიშვილის პლატფორმა. რა მნიშვნელობა აქვს აგენტი და ქვეყნის მოღალატეები იქნებიან ერთად, თუ ცალ-ცალკე. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ემსახურებიან სხვა ქვეყანას, სხვა ძალას და ცდილობენ გაატარონ თავიანთი პატრონების ინტერესები და მითითებები“, – თქვა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g