LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე იმეორებს, რომ მამაჩემს აქვს 1600 კვ.მ, 32 წელია მამაჩემთან ურთიერთობა არ მაქვს: აფრიკის დასახლების მცხოვრები

358
BeFunky-collage (5)

აფრიკის დასახლების მცხოვრები დედაქალაქის მერს ტყუილში ადანაშაულებს. მისი თქმით, კახა კალაძემ დღეს თქვა, რომ მის მამას აქვს ნაკვეთი ქარელში, დედა კი ინდმეწარმეა.

მამაკაცი ამბობს, რომ უკვე წლებია მამასთან ურთიერთობა საერთოდ არ აქვს

“კალაძე გამოსულა და ისევ იგივეს იმეორებს, რომ მამაჩემს აქვს გაფორმებული რაღაც 1 600 კვადრატული მეტრი, 32 წელია მამაჩემთან მე ურთიერთობა არ მაქვს, შეხება არ მაქვს. დედაჩემს ჰქონდა ინდ. მეწარმეობა, ეგეც 5 წლის წინ, რაღაც კაფე-ბარი ჰქონდა, ჩემზე უნდა გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე და 1 თვეში დავხურეთ, ვერ ვამუშავეთ” – განაცხადა ახალგაზრდამ თბილისის მერიის წინ მიმდინარე სოლიდარობის აქციაზე.

“სახლი ყველას, სოლიდარობა აფრიკის დასახლებას” – აქცია თბილისის მერიასთან

ვიდეო: “მოკიდეთ ხელი და გაიყვანეთ ეს” – რატომ დაუპირისპირდნენ მერიასთან აქციის მონაწილეები ლევან ხაბეიშვილს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g