LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ”ინტერ რაოს” და “ყაზტრანსგაზს” პასუხობს

85

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ვარაუდობს, რომ “ინტერ რაოსთან” დაკავშირებით საქმე საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლომდე არ მივა. მისი თქმით, ეს არის ხანგრძლივი პროცესი.

“რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ და წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაძლოა, არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე”, – განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, „ინტერ რაო“-ს ნიდერლანდური სტრუქტურები, რომლებიც საქართველოში აქტივებს ფლობენ, საქართველოს ხელისუფლებისგან, ლარის გაუფასურების გამო, კომპენსაციას ითხოვენ და ამ მიზნით საარბიტრაჟო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ  სააგენტო „ტასი“ იუწყება.

კახა კალაძე კიდევ ერთი უცხოური კომპანიის საჩივარზე აკეთებს კომენტარს. ენერგეტიკის მინისტრისთვის  “ყაზტრანსგაზის” გადაწყვეტილება, რომ საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლოს, მოულოდნელია. მისი თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან არა ერთხელ გაკეთებულა განცხადებები მმართველობაში ყაზახური მენეჯმენტის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, მოლაპარაკებები გრძელდება და, შესაძლოა, საქმე არბიტრაჟამდე არც მივიდეს.

ცნობისთვის, „ყაზტრანსგაზმა“ საქართველოს ხელისუფლებას საარბიტრაჟო სასამართლოში უჩივლა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი, ყაზახური ვებ-გვერდი abctv.kz ავრცელებს. გამოცემის მიხედვით, კომპანია, რომელმაც შვილობილი “ყაზტრანსგაზ თბილისის” გაყიდვა ვერ შეძლო, ახლა მასზე კონტროლის დასაბრუნებლად იბრძვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g