LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: იწყება მეტეხის ხიდის მე-2 ნაწილის რეაბილიტაცია, საავტომობილო მოძრაობა შეიცვლება

87
BeFunky-collage (2)

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მეტეხის ხიდის პირველი ნაწილის რეაბილიტაცია დასრულდა, ახლა კი მეორე ნაწილის განახლების სამუშაოები დაიწყება, რის გამოც საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვები შეიცვლება.

„ხიდის ერთი ნაწილი, სადაც უშუალოდ სამუშაოები მიმდინარეობდა ჩაკეტილი იყო. დღეს ვიწყებთ ხიდის მეორე ნაწილის განახლების სამუშაოებს. აქამდე დაკეტილი ნაწილი გაიხსნება ავტომობილებისთვის. საავტომობილო მოძრაობა ახლა საპირისპირო მხარეს შეიზღუდება.

ამ პროექტის ფარგლებში მოეწყობა ასფალტბეტონის ახალი საფარი, ტროტუარები განახლდება, მოპირკეთდება ბუნებრივი ქვის ფილებით, თუჯის მოაჯირები იერსახის უცვლელად იქნება რეაბილიტირებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მერია ეცდება, რეაბილიტაციის პროექტი „ძალიან მალე“ დაასრულონ, რათა შეზღუდული საავტომობილო მოძრაობა სრულად აღდგეს.

„პიკის საათებში განსაკუთრებით ჭირს გადაადგილება. ამისთვის არაერთხელ ბოდიში მოვუხადეთ საზოგადოებას, – თუმცა გზის ჩაკეტვის გარეშე წარმოუდგენელია ამ სამუშაოების ჩატარება.“ – განაცხადა მან.

შადრევანი, ამფითეატრი, საბავშვო ზონა – თბილისს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები