LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „კახა ალადაშვილი საერთოდ სად თამაშობდა? ალბათ, როცა უნდა ეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო“

301
კახა კალაძე და კახა ალადაშვილი

„რა ფეხბურთზე საუბრობს კახა ალადაშვილი, სად თამაშობდა საერთოდ?“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ყოფილი ფეხბურთელის, კახა ალადაშვილის მიერ მისი მისამართით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის შესახებ ისაუბრა.

„მთელ უკრაინას შერცხვა შენი…უღალატე ქვეყანას, რომელმაც ყველაფერი მოგცა, მაგრამ ეს კიდევ არაფერია, შენ საკუთარ სამშობლოსაც უღალატე“ – კახა ალადაშვილი კალაძეზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, კახა ალადაშვილი სოციალურ ქსელში კახა კალაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

„არ არის საინტერესო ალადაშვილი. მეც ვნახე აღნიშნული განცხადება, რომ ყოფილმა ფეხბურთელმა ჩემზე ისაუბრა. ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – რა ფეხბურთზე საუბრობს, სად თამაშობდა საერთოდ? ალბათ, როცა უნდა ეთამაშა, მაშინაც გაფიცული იყო“. – აღნიშნა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g