LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე ხაბეიშვილზე: საინტერესო ჯამბაზია, მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, თურმე არ ყოფილა

182
Untitled design (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის დღევანდელ განცხადებას, რომ „დედაქალაქს მკვლელი, კორუმპირებული და ფულზე დახარბებული რუსეთუმე მერი ჰყავს“, თბილისის მერი ეხმიანება.

ლევან ხაბეიშვილის განცხადების კომენტირებისას, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ „ხაბეიშვილი საინტერესო ჯამბაზია“.

„თბილისშია კიდევ? არ შევარდნილა? [ლევან ხაბეიშვილი] საინტერესო ჯამბაზია. როდესაც არჩევნები მიმდინარეობდა, მხარს ვუჭერდი და ახლაც ვუჭერ.

დაველოდოთ, მომავალში ძალიან საინტერესო გასართობი სცენები გველოდება. მთავარ როლში აუცილებლად ვიხილავთ ლევან ხაბეიშვილს. მე მეგონა, უკვე შევარდნილი იყო კლინიკაში, თურმე არ ყოფილა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიის დროს აღნიშნა, რომ თუ საჭირო გახდებოდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნიდა.

ვიდეო: „თუ საჭირო გახდა, [შევვარდები და ფიზიკურად გამოვიხსნი სააკაშვილს]“ – ლევან ხაბეიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g