LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ხმების 75% დათვლილია

155
60511784_2945828242095742_6961524980404191232_n_0

ამ ეტაპზე ხმების 75% დათვლილია – ეს განცხადება კახა კალაძემ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებზე დაყრდნობით გაავრცელა.

მისივე ინფორმაციით, ხმების 62,5% ლადო კახაძემ, 37,5% კი შალვა შავგულიძემ მიიღო. 

“ამ ინფორმაციით, მინდა ვუპასუხო იმ ადამიანებს, ვინც ჩემი განცხადება უპასუხისმგებლოდ შეაფასა. კიდევ ერთხელ მინდა ბატონ ლადოს მივულოცო დამაჯერებელი გამარჯვება. ეს არის მთაწმინდელების პასუხი იმ ადამიანებზე, რომლებიც ცდილობდნენ სიცრუეზე დაფუძნებული კამპანია ეწარმოებინათ,” – განაცხადა კალაძემ და ნდობისთვის მთაწმინდელებს მადლობა გადაუხადა.

რჩევნები 31 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, სადაც ჯამში 43 909 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.

დღევანდელ არჩევნებში ორი კანდიდატი მონაწილეობდა: N13 შალვა შავგულიძე – „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ და N41 ვლადიმერ კახაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“.

ცესკო-ს ინფორმაციით, 9 ივნისის არჩევნებისთვის 52 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 5 169 და 7 საერთაშორისო ორგანიზაციის 53 დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული. არჩევნების დღის გასაშუქებლად აკრედიტაცია გაიარა 45 მედია ორგანიზაციის 1 919 წარმომადგენელმა.

9 ივნისის არჩევნებზე მონაწილე ორი საარჩევნო სუბიექტის მიერ რეგისტრირებული იყო დაკვირვების უფლების მქონე 123 წარმომადგენელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g