სამძიმარს ვუცხადებ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, ახლობლებს, „ტვ პირველს“, ქართულ მედიას, – ამის შესახებ თბილისის მერი სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან მიჭირს ამ სიტყვების დაწერა – ვიზიარებ ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებით გამოწვეულ უდიდეს ტკივილს. სამძიმარს ვუცხადებ ლექსოს ოჯახს, მის ახლობლებს, TV პირველს, ქართულ მედიას. კითხვებს, რომლებიც არსებობს, უნდა მოჰყვეს სწრაფი გამოძიება და პასუხი გაეცეს ყველაფერს“, – წერს კახა კალაძე „ფეისბუქზე“.
პრემიერმა თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს: არასამთავრობოების განცხადება
ვინც იყო ამაზე პასუხისმგებელი, უნდა დაისაჯოს: პრეზიდენტი
ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისს საპატრიარქოს ორგანიზებით შეკრებილი ძალადობრივი ჯგუფის წევრები მოძრაობა “სირცხვილიას” ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს დღეს, 11 ივლისს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო და სიკვდილის მიზეზის დასადგენად ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.