LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე მელიაზე: ქალაქისთვის არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა და გამუდმებით „ხულიგნურ“ პროვოკაციებს აწყობდა

133
246016980-150391973908990-5939664480603458642-n

„სამწუხაროდ, არც ერთი ჩემი ოპონენტისგან, საზოგადოებას თბილისის განვითარების შესახებ, ერთი ფასეული წინადადებაც კი არ მოუსმენია,“ – ამის შესახებ დედაქალაქის მოქმედი მერი, კახა კალაძე საკუთარ მიმართვაში აცხადებს და ამბობს, რომ ნაცვლად ამისა, მთელი მათი კამპანია ხელისუფლების გადატრიალებაზე, არეულობის შექმნასა და ე.წ. რეფერენდუმზე იყო აგებული.

ეს განცხადება „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა და ჯერ კიდევ მოქმედმა მერმა, მისი ოპონენტის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისა და ასევე თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას მისამართით გააკეთა და თქვა, რომ მელიას ქალაქისთვის არასოდეს არაფერი გაუკეთებია.

„მეორე ადგილზე გასულ კანდიდატს კი, დღემდე ქვეყნისა და ქალაქისთვის არასდროს არაფერი გაუკეთებია, გარდა იმისა, რომ კერძო კომპანიებს აკოტრებდა, სახელმწიფო შენობებში შეჭრას ცდილობდა და გამუდმებით „ხულიგნურ“ პროვოკაციებს აწყობდა,“- განაცხადა კახა კალაძემ და ამომრჩეველს მოუწოდა, 2 ოქტომბრის გამარჯვება ბოლომდე მიიყვანოს.

„შენ, ვისაც გახსოვს ბნელი წარსული და უარს ამბობ მასზე, შენ, ვინც ფიქრობ მომავალზე და ზუსტად იცი, როგორ ქალაქში გინდა იცხოვრო, აუცილებლად უნდა მოხვიდე 30 ოქტომბერს არჩევნებზე”, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g