თბილისის მოქმედი მერისა და „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი კახა კალაძე ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივ კოალიციურ მთავრობას დაშლილ და ხელახლა შეერთებულ „ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებს.
„სასაცილო იყო, ადამიანი გამოდის და კონკრეტული ადამიანები წარადგინა, ესენი იქნებიან კონკრეტულ თანამდებობაზეო, მაშინ, როდესაც თბილისის საკრებულოში უმრავლესობა არის „ქართული ოცნება“.
მე როდესაც გავიმარჯვებ და წარვადგენ კონკრეტულ კანდიდატებს, მოადგილეებად, სამსახურის უფროსებს, ეს უნდა დაამტკიცოს დედაქალაქის საკრებულომ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გუშინ თბილისის მთავრობის ჩრდილოვანი კაბინეტის წევრები წარუდგინა საზოგადოებას.
ნიკა მელიამ თბილისის მერის მოადგილეობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე წარადგინა
ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში დედაქალაქის მერის კიდევ ერთი მოადგილე ზურაბ ჯაფარიძე იქნება