LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: „მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ, არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი – მათ რეზოლუციებს ფასი არ აქვს“

171
კახა კალაძე

„მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც ზოგიერთი ევროპარლამენტარი. ფასი არ აქვს მათ რეზოლუციებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

აღნიშნულით თბილისის მერმა ევროპარლამენტის მიერ „ქართული ოცნების” წევრებისა და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნაზე, რეზოლუციის პროექტის განხილვა შეაფასა და თქვა, რომ ის, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, დემოკრატიას ძალიან დაშორებულია:

კალაძე: „ევროპა ვიღაცისთვის შეიძლება იყოს მხოლოდ საზღვარგარეთ წასვლა, შოპინგი, ევროპელი ბიუროკრატები, მაგრამ ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ევროპა ეს არის ღირებულებები“

„მორიგი სამარცხვინო ფაქტი ვნახეთ. არავინ ეწევა ევროპული მომავლის და ევროკავშირის ისეთ დისკრედიტაციას, როგორც კონკრეტული ევროპარლამენტარები. სამარცხვინოს დავარქმევდი, თუმცა კარგად ვიცით, როგორ ხდება ამ რეზოლუციების მიღება. ალბათ, „ფარას” დოკუმენტში ყველაფერი იქნება ასახული.

ასევე ნახეთ

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბერლინში მისი ვიზიტის დროს ვერ აიტანა კრიტიკა კანცლერისგან და თარჯიმანი ტექსტის არასწორად თარგმნაში დაადანაშაულა“.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი” არის დემოკრატიული, ერთადერთი, რასაც ითხოვს, გამჭვირვალობაა და დეკლარაციის წარდგენა. მოსახლეობამ უნდა იცოდეს საიდან ფინანსდებიან ორგანიზაციები. ასეთი რეზოლუციები გვინახავს. გახსოვთ, გასული თვეები. ამოიღეთ და ნახეთ, რას იღებდნენ. არაფერი ფასი არ აქვს ამ რეზოლუციებს.

„ხალხის ძალა“: როგორც შარშან გავხადეთ იძულებული, მოეცათ კანდიდატის სტატუსი, წელს თუ არა გაისად ზუსტად ასევე მოუწევთ გაგვიხსნან მოლაპარაკებებიც, რასაც დიდი ფასი ისედაც არ აქვს

გვახსოვს, როდესაც მოგვიწოდებდნენ თუ სააკაშვილი არ იქნებოდა გათავისუფლებული, კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა ქვეყანა, თუ სანქციებს არ შეუერთდებოდა ქვეყანა, დავშორდებოდით დემოკრატიულ ღირებულებებს და ასე შემდეგ. ჩვენ ამ ქვეყანას ვიცავთ, ვიცავთ ხვალინდელ დღეს. ის, რასაც დღეს ვისმენთ რეზოლუციებით და განცხადებებით, ძალიან დაშორებულია დემოკრატიას”. – განაცხადა კახა კალაძემ.

„ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა დაიწყოს, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილია“ – ევროპარლამენტში პოლიტიკურმა ჯგუფებმა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი მოამზადეს

magti 5g