LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: “ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ ვითარება”

39

ქართული ოცნება სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და მომხდარს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაცია უწოდა. განცხადება საგანგებო ბრიფინგზე კახა კალაძემ გააკეთა.

„ქართული ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად ლიდერობენ ყველა უბანზე. სამწუხაროა, რომ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები ცდილობენ ხელოვნურად დაძაბონ ვითარება გარკვეულ უბნებზე აწყობენ პროვოკაციას და ცდილობენ ხალხის გაღიზიანებას. ვერანაირი მათი პროვოკაცია საერთო ფონს ვერ შეცვლის და ისინი ვერ შეძლებენ სიტუაციის არევას. ქართული ოცნება მოუწოდებს ოპონენტებს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან რადგან ასეთი ფაქტები ძაბავს საარჩევნო გარემოს. ქართული ოცნება ვგმობთ ყველანაირ ძალადობას და მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს არ აყვნენ ოპონენტების პროვოკაციას, ვინაიდან ქართული ოცნების ინტერესებშია არჩევნები ჩატარდეს მშვიდ ვითარებაში,”-აცხადებს კახა კალაძე.

პოპულარულები