LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ოპოზიცია აღარ არსებობს, განადგურებულია

137
კლიჩკო კიევიდან ევაკუაციაზე (7)

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე ოპოზიციის შესაძლო გაერთიანებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ „დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ოპოზიცია არ არსებობს“. მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე არსებული მოცემულობა მათი ოპონენტების მიერ გადადგმული ნაბიჯის შედეგია.

„ოპოზიცია არის განადგურებული და ეს ყველაფერი გამოწვეულია მათი ქმედებებიდან გამომდინარე. მათი გადადგმული ნაბიჯის შედეგია ის მოცემულობა, რაც გვაქვს დღეს ოპოზიციურ ფლანგზე. არ ვიცი ახლა, გაერთიანდებიან, დაიშლებიან, თუ ცალკეულ პარტიებად გამოვლენ, ეს მათი გადასაწყვეტია.

როგორც უნდათ ისე იმოქმედონ და რა გადაწყვეტილებაც უნდათ, ის მიიღონ. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ ქვეყანაში ჰყავს ყველაზე მეტი მხარდამჭერი და ეს არის ის გუნდი, რომელმაც ქვეყანაში შეინარჩუნა მშვიდობა, სიმშვიდე, ამას მოჰყვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები