LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კალაძე: ქალაქი აღმშენებლობას აგრძელებს და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს, შეაჩეროს პროექტები, რომლებიც თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული

143
Untitled design (3)

თბილისის საკრებულოს ოპოზიციის წევრების განცხადებებს, რომ ისინი დედაქალაქის ბიუჯეტის პროექტის მხარდაჭერას არ აპირებენ, თბილისის მერი ეხმიანება.

კახა კალაძის განცხადებით, ვერავინ შეძლებს, ის პროექტები შეაჩეროს, რომლებიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენ არის მიმართული:

„საერთოდ არ მაინტერესებს, ოპოზიცია რას დაუჭერს მხარს. 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ და არცერთ ჩვენს წამოწყებას, არცერთ ჩვენს რეფორმას, ბიუჯეტის დამტკიცებას, მათი მხრიდან მხარდაჭერა არასდროს ჰქონია.

რამე გაფუჭდა ან შეიცვალა ამით? ქალაქი აგრძელებს განვითარებას, აღმშენებლობას და ვერცერთი „ნაცი“, ვერცერთი ადამიანი, ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში იყოს არასტაბილური მდგომარეობა, არ იყოს მშვიდობა, ვერ შეძლებს, რომ შეაჩეროს ის პროექტები, რომლებიც თბილისის და თბილისელების კეთილდღეობისკენაა მიმართული“, – აცხადებს თბილისის მერი.

კახა კალაძის თქმითვე, ის აპირებს ანგარიშის წარსადგენად საკრებულოში მივიდეს: – „საკრებულოში ყოველ წელს მივდივარ, ვსაუბრობთ იმაზე, თუ რას ვაპირებთ მომდევნო წლის განმავლობაში და რა პროექტები განხორციელდება, წელსაც ასე მოხდება“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g