თბილისის მერი ეკონომიკის მინისტრის სახლის გაქურდვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ რაც მოხდა, სამწუხაროა.
“მინისტრი პრივილეგირებულია რამეთი? აქვს პრივილეგია? სამწუხაროა ის, რაც მოხდა. დარწმუნებული ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აუცილებლად გამოავლენს და დააკავებს დამნაშავეებს, როგორც ეს სხვა შემთხვევებში იყო”, – განაცხადა კახა კალაძე.
თავად ეკონომიკის მინისტრმა ამ თემაზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ქურდობის ფაქტი არ უარყო.
ეს ჩემს პირად ცხოვრებას ეხება, ჩემი პირადი საკითხია,“ – ეს განცხადება ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მისი საცხოვრებელი სახლის გაქურდვის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ გააკეთა.
გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთში, ეკონომიკის მინისტრის სახლი გაქურდეს.